ივანიშვილი VS ბაჩიაშვილი - როგორ მიიღო გიორგი ბაჩიაშვილმა 5 მილიონი კრიპტოვალუტის წარმოებისთვის?

18.07.23 14:25
ივანიშვილი VS ბაჩიაშვილი - როგორ მიიღო გიორგი ბაჩიაშვილმა 5 მილიონი კრიპტოვალუტის წარმოებისთვის?

ივანიშვილი VS ბაჩიაშვილი - როგორ მიიღო თანაინვესტირების  ფონდის  ყოფილმა ხელმძღვანელმა 5 მილიონი კრიპტოვალუტის წარმოებისთვის? - ადვოკატი ლევან მახარაშვილი საქმეში არსებული მტკიცებულებებით საუბრობს და BM.GE-თან აღნიშნავს, რომ გიორგი ბაჩიაშვილმა კრიპტოვალუტაში ინვესტიციის დაბანდება 2015 წელს გადაწყვიტა. 

ადვოკატის თქმით, მას შემდეგ რაც ბაჩიაშვილმა შეთანხმებას მიაღწია კომპანია Bitfury- თან, რომელიც კრიპტოვალუტის მაინინგს ეწევა, თანხის მობილიზება გადაწყვიტა.  

უფლებადამცველი ასახელებს კონკრეტულ თანხას, რომელიც ერთწლიანი კონტრაქტისთვის იყო საჭირო - 6 300 000 $.

ლევან მახარაშვილის თქმით, აღნიშნული თანხიდან ბაჩიაშვილს 1 300 000$ გააჩნდა, დანარჩენი 5 000 000 $-ის სესხად აღებაში დახმარება ბიძინა ივანიშვილს თოვა. 

მოგეხსენებათ, როცა მიზნობრივი კრედიტის გაცემა ხდება, ბაჩიაშვილს ამ 1 300 000$-ის გარდა არ გააჩნდა სხვა ქონება სესხის უზრუნველსაყოფად, ეს ყველაფერი გარკვეულ პროცედურებს მოიცავს, რაც არ არის მარტივი. შესაბამისად, ბაჩიაშვილი აცხადებს და გამოკითხვის ოქმშიც აღნიშნა, რომ მას გააჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბატონი ივანიშვილი "ქართუ ბანკში" სესხის აღებაში მანამდეც ბევრ ადამიანს დახმარებია"- თქვა ადვოკატმა. 

ლევან მახარაშვილი იქვე სიცრუეს უწოდებს ინფორმაციას, რომ 5 000 000-იანი სესხი ბიძინა ივანიშვილის გარანტიით გაიცა. მისი თქმით, სესხი 1 წლით, გარანტიის გარეშე გაიცა და ეს იყო არაუზრუნველყოფილი, მიზნობრივი სესხი. 

ადვოკატის განცხადებითვე, სესხის გაცემიდან 7 თვის შემდეგ, 2 თვით - 2016 წლის პირველი მარტიდან, 5 მაისამდე სესხის უზრუნველყოფა ბიძინა ივანიშვილის მიერ მოხდა. 

თავად ბატონი ბიძინა ივანიშვილი გამოკითხვის ოქმში აცხადებს, რომ ეს მოხდა მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ამას საბანკო რეგულაცია მოითხოვდა"- უთხრა BM.GE-ს ბაჩიაშვილის ადვოკატმა. 

ლევან მახარაშვილის განმარტებით, სესხის ხელშეკრულება ბანკის მესაკუთრე ბენეფიციართან, ამ შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილთან თანამშრომლობას საერთოდ არ ითვალისწინებდა. 

არავითარ პარტნიორობაზე საუბარი არ იყო, ეს იყო ჩვეულებრივი, მიზნობრივი სასესხო ხელშეკრულება. რომელიც გაცემული იყო კონკრეტულად ბაჩიაშვილის კომპანია - Mission Gate - სა და  Bitfury-ს შორის გაფორმებული კონტრაქტის ანგარიშსწორების განსახორციელებლად. 

ასევე უნდა დავამატო ისიც, რომ ბაჩიაშვილს ჰქონდა სხვა ალტერნატივებიც ამ 5 მილიონის სესხად აღების, თუმცა "ქართუს" მიერ შეთავაზებული 12%-იანი საპროცენტო განაკვეთი ბიზნესისთვის უფრო მისაღები იყო" - თქვა ადვოკატმა. 

ლევან მახარაშვილის თქმით, აღებული სესხის დაფარვა დათქმულ დროს, 1 წლის თავზე თავისი პროცენტებით მოხდა. უფლებადამცველისთვის გაუგებარია რას დაობს ოლიგაქრი ივანიშვილი. მეტიც, მისი თქმით, საქმე თავიდან ბოლომდე აბსურდულია. 

არ არსებობდა არც საპარტნიორო შეთანხმება, არ არსებობდა ერთობლივი ბიზნესის წარმოების შესახებ არანაირი ხელშეკრულება, არ არსებობდა არც საინვესტიციო შეთანხმება, არ არსებობს არც ერთი ნეირტალური, მესამე პირი, რომელიც შეესწრო ივანიშვილ-ბაჩიაშვილის საუბარს და ამას თავად ბატონი ივანიშვილიც ამბობს გამოკითხვის ქომში. 

ყველაზე უცნაური კი ამ კონიუნქტურაში გახლავთ ის ფაქტი, რომ ეს ყველაფერი სადაო გახდა 2023 წელს, 8 წლის შემდეგ"- დასძინა ბაჩიაშვილის ადვოკატმა. 

მსგავსი სიახლეები