უსამშობლო ადამიანია, არც უკრაინა ადარდებს და არც საქართველო - მაჭარაშვილი არახამიაზე

18.07.23 15:08
უსამშობლო ადამიანია, არც უკრაინა ადარდებს და არც საქართველო - მაჭარაშვილი არახამიაზე

"ხალხის ძალა" დავით არახამიას წინააღმდეგ. გურამ მაჭარაშვილი უსამშობლოს უწოდებს არახამიას და ამბობს, რომ "ხალხის ხმის" თავმჯდომარეს არც უკრაინა ადარდებს და არც საქართველო.

მაჭარაშვილის თქმით, არახამია არაფერს წარმოადგენს, არს ქართულ პოლიტიკაში და არც უკრაინაში.

არის უსამშობლო ადამიანი, არც უკრაინა ადარდებს, არც საქართველო და არცერთი ქვეყანა. არახამია კი არაფერს არ წარმოადგენს, არა მარტო ქართულ პოლიტიკაში, მათ შორის არც უკრაინაში. კარგად გახსოვთ, მის წინააღმდეგ კინაღამ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. მისი განცხადებები უკრაინაში აღარ არის საინტერესო და მითუმეტეს საქართველოში. თავის დროზე ჩვენ ვთქვით, რომ სააკაშვილი არის ოქროს მოწმე, იმიტომ, რომ ბევრი ინფორმაცია აქვს. თავის დროზე სააკაშვილმაც გაუშვა შეტყობინება მის პატრონებთან, რომ ავლაპარაკდები თუ აქედან არ დამიხსნით და არახამია ალბათ, ამას გულისხმობს". - ამბობს გურამ მაჭარაშვილი

უკრაინის რადას ფრაქცია "ხალხის ხმის" თავმჯდომარე, დავით არახამია უკრიანის პროკურატურას მიმართავს, დაიწყოს გამოძიება მიხეილ სააკაშვილის მკველელობის მომზადების საქმეზე.

ამის შესახებ არახამიამ კიევში, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

მსგავსი სიახლეები