ზურაბიშვილის გუნდიდან "ნაციონალურ მოძრაობაში" - პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი ხაბეიშვილის გუნდში გადავიდა
სალომე ზურაბიშვილის გუნდიდან "ნაციონალურ მოძრაობაში" - პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი ხაბეიშვილის გუნდში გადავიდა. ალექსი ასათიანი ენმ-ში საგარეო მიმართულების ერთ ერთი ხელმძღვანელი იქნება.
ასათიანი წლების განმავლობაში საფრანგეთში ცხოვრობდა. ზურაბიშვილის არჩევის შემდეგ კი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დაინიშნა. საბოლოოდ კი როგორც გაირკვა პრეზიდენტის გუნდიდან ოპოზიციაში წასვლა გადაწყვიტა.
ამასთან, როგორც სხდომის შემდეგ პარტიის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, ირაკლი ფავლენიშვილი იქნება გენერალური მდივნის მოადგილე; ნიკოლოზ ჭურაძე, რომელიც თვეების განმავლობაში იბრძოდა უკრაინაში ენმ-ს კულტურული მემკვიდრეობის სამსახურის უფროსი იქნება.
თათია ნიკოლაშვილი - პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილე;
ვანო მაღალაშვილი - აღმასრულებელი მდივნის მოადგილე;
გვანცა გაზდელიანი - იურიდიულ სამსახურის უფროსის მოადგილე;
ედო ჯავახიძე- სამოქალაქო ინტეგრაციის მდივანი;
ალექსანდრე კრევო ასათიანი - საგარეო მიმართულების სამსახურის უფროსის მოადგილე;
გიგი გიგიტელაშვული - სამდივნოს აპარატის უფროსი.
"გაგრძელდება ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების მიცემა და აუცილებლად ერთად შევქმნით გამარჯვების პლატფორმას“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.