"არახამიამ გამოძიება სააკაშვილის წინააღმდეგ დაიწყოს" - "ოცნების" პასუხი თბილისიდან

18.07.23 15:21
"არახამიამ გამოძიება სააკაშვილის წინააღმდეგ დაიწყოს" - "ოცნების" პასუხი თბილისიდან

დავით არახამიას განცხადებას უკვე მოჰყვა თბილისში პირველი შეფასებები. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ არახამია ყოველგვარი ნორმალურობისა და რეალობისგან გასულია და  "ხალხის ხმის" თავმჯდომარეს ურჩევენ, უკრაინის შიდა საქმეებით დაკავდეს.

ალუდა ღუდუშაური არახამიას ურჩევს გამოძიება სააკაშვილის მიერ უკრაინის საზღვრის უკანონო გადმოკვეთაზე დაიწყოს.

მისი ქცევები სრულიად გასული არის ყოველგვარი ნორმალურობისა და რეალობისგან. შესაბამისად, არახამიას სხვა საქმე არ აქვს და მე ვურჩევ, რომ დაკავდეს უკრაინის შიდა საქმეებით. რაც შეეხება გამოძების დაწყებას, კვალიფიკიაციაზე როგორ უნდა ვისაუბროთ, როდესაც ადამიანი რომელიც რეალობისგან დაცლილია და ყოველგვარი წითელი ხაზი აქვს მას გადაკვეთილი. არახამიას ვურჩევდი, კარგად წაიკითხოს მათ შორის უკრაინის კანონმდებლობა და თუ რაიმე აქვს გამოსაძიებელი და გამოძიება რაზეც არის დასაწყები, ყოველი მტკიცებულება მათ სახეზე აქვთ და უნდა დაიწყონ გამოძიება, სააკაშვილმა როგორ უკანონოდ გადმოკვეთა უკრაინის საზღვარი". - განაცხადა ალუდა ღუდუსაურმა

უკრაინის რადას ფრაქცია "ხალხის ხმის" თავმჯდომარე, დავით არახამია უკრიანის პროკურატურას მიმართავს, დაიწყოს გამოძიება მიხეილ სააკაშვილის მკველელობის მომზადების საქმეზე.

ამის შესახებ არახამიამ კიევში, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მსგავსი სიახლეები