რეიდერული სისტემის კლასიკური ნიმუში - ალუდა ღუდუშაური შვეიცარულ ბანკზე

18.07.23 15:25
რეიდერული სისტემის კლასიკური ნიმუში - ალუდა ღუდუშაური შვეიცარულ ბანკზე

შვეიცარული ბანკის მიერ ივანიშვილისთვის თანხის დაბრუნებაზე უარს "ქართული ოცნება" უკანონოს უწოდებს. მმართველი გუნდის წევრი ალუდა ღუდუშაური ამტკიცებს, რომ ამ საკიტხის უკან დგანან ძალები, რომლებიც პროცესს მართავენ. მისი თქმით, ეს  არის რეიდერული სისტემის  კლასიკური ნიმუში.

სრულიად უკანონო ქმედებასთან, სრულიად კანონთან წინააღმდეგობაში მყოფ ფაქტთან გვაქვს საქმედა მე ვფიქრობ, რომ ეს არის თვითონ შვეიცარული ბანკისთვის და საბანკო სისტემისთვის უდიდესი დარტყმის მიყენება. დარწმუნებული ვარ, ამ ყველაფრის უკან დგანან ძალები, რომლებიც ამ ყველაფერს მართავენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომერციული მიზნების მქონე კომერციულ სუბიექტს არაფრად არ უნდა უღირდეს ისეთ უკანონო ქმედებაში სისტემატური ჩართვა, რომელსაც ადგილი აქვს ბანკის მხრიდან ბატონ ივანიშვილთან და მის ოჯახთან მიმართებაში. ეს არის კლასიკური ნიმუში საბანკო სისტემისა, პირდაპირ რეიდერული თუ სხვაგვარი სისტემისა, - ამბობს ალუდა ღუდუშაური.

ბიძინა ივანიშვილი "კრედიტ სუისთან" სანართლებრივ დავას აგრძელებს. ივანიშვილის იურისტებმა დღეს ახალი წერილი  გამოაქვეყნესსს და ოლიგარქის სახელით, ფაქტრობივად, Julius Baer-ს უპირისპირდებიან. ეს ის ბანკია, რომელმაც Credit Suisse-სგან გადასატან აქტივებზე უნდა გასცეს  წვდომა, თუმცა ბანკი ამ პროცესს აჭიანურებს.

ივანიშვილის იურისტები იტყობინებიან, რომ სინგაპურის მეორე ინსტანციის სასამართლომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტიელბა სრულად ძალაში დატოვა, თუმცა ამ დრომდე 607 მილიონი დოლარის აქტივებს ივანიშვილის ოჯახს არ აძლევენ.

 

მსგავსი სიახლეები