ანტიეროვნული და უსამართლო გადაწყვეტილება - მაჭარაშვილი შვეიცარულ ბანკზე

18.07.23 15:28
ანტიეროვნული და უსამართლო გადაწყვეტილება - მაჭარაშვილი შვეიცარულ ბანკზე

"ხალხის ძალის' ლიდერი გურამ მაწარაშვილი შვეიცარული ბანკის გადაწყვეტილებას, რომელიც ივანიშვილს მლნ-ებს არ უბრუნებს, უსამართლოს უწოდებს. მისი მტკიცებით, ეს არა მხოლოდ არასამართლებრივი, არამედ არასამართლიანი გადაწყვეტილებაა. 

ეს არის ანტიეროვნული, ანტისამართლიანი, ანტიადამიანური, ყველაფერი საწინააღმდეგი შეიძლება ითქვას ამასთან დაკავშირებით. როდესაც საერთაშორისო სასამართლო გეუბნება, რომ ამ ადამიანს ეს ეკუთვნის და შენ მაინც არ აძლევ ამ თანხას. ეს არის არა მხოლოდ არასამართლებრივი, არასამართლიანი გადაწყვეტილება, - ამბობს მაჭარაშვილი. 
 

ბიძინა ივანიშვილი "კრედიტ სუისთან" სანართლებრივ დავას აგრძელებს. ივანიშვილის იურისტებმა დღეს ახალი წერილი  გამოაქვეყნესსს და ოლიგარქის სახელით, ფაქტრობივად, Julius Baer-ს უპირისპირდებიან. ეს ის ბანკია, რომელმაც Credit Suisse-სგან გადასატან აქტივებზე უნდა გასცეს  წვდომა, თუმცა ბანკი ამ პროცესს აჭიანურებს.

ივანიშვილის იურისტები იტყობინებიან, რომ სინგაპურის მეორე ინსტანციის სასამართლომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტიელბა სრულად ძალაში დატოვა, თუმცა ამ დრომდე 607 მილიონი დოლარის აქტივებს ივანიშვილის ოჯახს არ აძლევენ.

 

მსგავსი სიახლეები