"საქმეს პოლიტიკური სარჩული არ გააჩნია" - ოთო აბესაძე ივანიშვილის ევროპულ ბანკებთან დავაზე
ივანიშვილი ევროპული ბანკების წინააღმდეგ - ეკონომისტი ოთო აბესაძე ირწმუნება, რომ ოლიგარქის საქმეს პოლიტიკური სარჩული არ აქვს და ეს მხოლოდ სპექტაკლი და პოლიტიკური მანიპულაციაა. მისი თქმით, საქმე სასამართლოშია და შესაბამისად, ეს მხოლოდ სამართლებრივი საკითხია.
დავას, რომელიც არის იურიდიულ და ფიზიკურ პირს შორის, მას პოლიტიკური სარჩული არ გააჩნია, შებსამისად, აქ ყოველგვარო ომის მოწოდება და ა.შ. არის სპექტაკლი, ვინაიდან საქმე არის სასამართლოში და იხილება სხვა და სხვა ინსტანციებში. კიდევ ერთხელ, ეს იქნება ბერმუდის თუ სინგაპურის სასმართლო, იმ ეტაპმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რომლის იურისდიქციაშიც შედიან ის საფინანსო ინსტიტუტები, სადაც ხდება ტრანსფერები. სხვა ყველაფერი არის პოლიტიკური მანიპულაცია, ჟონგლიორობა, - ამბობს ოთო აბესაძე.
ბიძინა ივანიშვილი "კრედიტ სუისთან" სანართლებრივ დავას აგრძელებს. ივანიშვილის იურისტებმა დღეს ახალი წერილი გამოაქვეყნესსს და ოლიგარქის სახელით, ფაქტრობივად, Julius Baer-ს უპირისპირდებიან. ეს ის ბანკია, რომელმაც Credit Suisse-სგან გადასატან აქტივებზე უნდა გასცეს წვდომა, თუმცა ბანკი ამ პროცესს აჭიანურებს.
ივანიშვილის იურისტები იტყობინებიან, რომ სინგაპურის მეორე ინსტანციის სასამართლომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტიელბა სრულად ძალაში დატოვა, თუმცა ამ დრომდე 607 მილიონი დოლარის აქტივებს ივანიშვილის ოჯახს არ აძლევენ.