ქვეყნის მძიმე ვითარებიდან გამოყვანა მხოლოდ ოპოზიციის ერთიანობას შეუძლია - კირკიტაძე
ენმ-ს წევრი დავით კირკიტაძე დარწმუნებულია, რომ პოზიციის გაერთიანება არცევნებში გაამრჯვების საწინდარია. ოპოზიციის წევრი ამბობს, რომ ეფექტის მოტანა მხოლოდ ერთიანობას შეუძლია.
ამასთან, კირკიტაძე არ მალავს, რომ ენმ-ს სხვა და სხვა პოლიტიკურ პარტიებთან კონსულაციები უკვე დაწყებული აქვს.
ძალა არის ერთობაში. ახლა ყველამ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ გადავდოთ პირადი ამბიციები და ვაჩვენოთ ის, რომ ყველანი ვზრუნავთ ერთობლივად და ერთობლიობას შეუძლია მხოლოდ ეფექტის მოტანა იმისთვის, რომ ქვეყანა ამ მძიმე ვითარებიდან გამოვიყვანოთ. ყველა თაობის პროფესიონალ, აქტიურ ადამიანთან განვიხილავთ თანამშრომლობას და ასეთთან ბევრთან ვსაუბრობთ და ძალიან მალე იქნება ამის პრეზენტაცია, - ამბობს დავით კირკიტაძე.