პერსპექტივა არ აქვთ, მშვიდობაში მოახმაროს ჭიჭე ვაშაძე ენმ-ს - ღუდუშაური
"ქართული ოცნება" ირწმუნება, რომ ოპოზიციის გაერთიანებას პერსპექტივა არ ექნება. ალუდა ღუდუაშაური თანაგუნდელებსი მსგავსად ამტკიცებს, რომ ოპონენტები, სინამდვილეში, ერთი მთლიანის შემადგენელი ნაწილები არიან.
რაც მალე მოხდება ეს ყველაფერი, უფრო უკეთესია თვითონ ქართველი ხალხისთვის, რამეთუ კიდევ ერთხელ დე იურე დადასტურდება ის, რომ სინამდვილეში ესენი ყველანი არიან ერთი მთლიანის ცალკეული შემადგენელი ნაწილები. აქედან გამომდინარე, არანაირი პერსპექტივა არ აქვს, მშიდობაში მოახმაროს ღმერთმა, ჭიჭე ვაშაძე „ნაციონალურ მოძრაობას“, - ამბობს ალუდა ღუდუშაური.