ხელისუფლებაში წარმომიდგენია მამუკა ხაზარაძე მაღალი პოლიტიკური სტატუსით - კუპრაძე
„ლელომ უნდა შემოიტანოს ქართულ პოლიტიკაში სრული სიმართლის თქმის ტრადიცია. როგორ შეიძლება ღარიბაშვილი არ მოგწონდეს და ვანო მერაბიშვილზე თქვა, რომ ის ისტორიული პერსონაა ამ ქვეყნისთვის, გამორიცხულია, ყორანი არ გათეთრდება, რამდენიც არ უნდა ხეხო ქვიშით", - ეს განცხადება „ლელოს“ პოლიტიკურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ გააკეთა.
"ლელო" „ნაციონალური მოძრაობისა“ და მმართველი პარტიის გარდა ყველასთან თანამშრომლობისთვის მზადაა. ამასთან, „ლელოსთვის“ არც გიორგი გახარიას პარტიაა მისაღები, რადგან პარტიის წევრების მტკიცებით, ექსპრემიერმა არაერთი რუსული დავალება შეასრულა.
ჩვენ ვეუბნებით პროდასავლურ პარტიებს, საზოგადოებრივ სახეებს, სამოქალაქო აქტივისტებს, რომ დროა, ამ ქვეყნის გადარჩენისთვის ბრძოლაში ჩაებას ყველა და ამ ფორმულას, რომ პოლარიზების მიღმა - „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ მიღმა უნდა არსებობდეს ერთი მნიშვნელოვანი მთავარი ალტერნატიული ცენტრი, რომელიც იქნება ბალანსი და გარანტია იმისა, რომ ერთი, შეიკვრება კოალიციური ოპოზიციური უმრავლესობა და მეორე, ჩვენ დავაზღვევთ შეცდომებისგან, წარსულის დანაშაულებებისგან მომდევნო ხელისუფლებას, რომელმაც აღარ უნდა გაიმეოროს სასამართლო სისტემაში მურუსიძე-ჩინჩალაძეები, აღარ უნდა გაიმეოროს შოთაძეები პროკურატურაში,“ - ამბობს კუპრაძე.
როგორ წარმოუდგენიათ "ლელოში" პოზიციების გადანაწილება კოალიციურ მთავრობაში - ირაკლი კუპრაძე ამბობს, რომ მაგალითად, მამუკა ხაზარაძეს ნამდვილად უნდა ჰქონდეს მაღალი პოლიტიკური სტატუსით.
ხელისუფლებაში წარმომიდგენია მამუკა ხაზარაძე მაღალი პოლიტიკური სტატუსით, რომელიც უბრალოდ საკუთარ ოთახში ზის და რეკავს თუნდაც იმ უზარმაზარ საინვესტიციო კომპანიებთან, რომელიც მან უნდა დააინტერესოს და 100 პროცენტით გეუბნებით, რომ მამუკა ხაზარაძეს ამის შესაძლებლობა აქვს, ავტორიტეტი აქვს საერთაშორისო ველზე," - ამბობს კუპრაძე.