სალომე ზურაბიშვილთან კომუნიკაცია აღარ მაქვს - პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან ენმ-ში გადასული

18.07.23 16:22
სალომე ზურაბიშვილთან კომუნიკაცია აღარ მაქვს - პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან ენმ-ში გადასული

"მანამდე ვმუშაობდი ქალბატონ სალომე ზურაბიშვილისთვის, ვიყავი ზუსტად საერთაშორისო მედიის მენეჯერი და დიასპორასთან ურთიერთობის მიამრთუყლებით ვმუშაობდი", - ეს განცხადება "ნაციონალური მოძრაობის" ახალმა წევრმა, ალექსანდრე კრევო-ასათიანმა გააკეთა. 

ალექსანდრე კრევო-ასათიანი ოპოზიციურმა პარტიამ დღეს წარადგინა და ის "ნაციონალური მოძრაობის" საგარეო მიმართულების სამსახურის უფროსის მოადგილის პოზიციას იკავებს.

ალექსანდრე კრევო-ასათიანი განმარტავს, რატომ წამოვიდა პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან ოპოზიციურ პარტიაში. კრევო-ასათიანის თქმით, მას ამ გადაწყვეტილებისკენ საქართველოს მთავრობის ანტიდასავლურმა კურსმა უბიძგა. ალექსანდრე კრევო-ასათიანი ამბობს, რომ საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან ახლა კომუნიკაცია აღარ აქვს.

თუ რამე ტრენდი ვნახე საერთაშორისო მედიაში და დიპლომატიურ პარტნიორებთან ურთიერთობაში იყო, რომ როცა ჩამოვედი საქართველოში, კიდევ ბევრი იმედი არსებობდა, რომ საქართველოს მთავრობას ექნებოდა მთელი პროგრამით ევროინტეგრაცია. კარგად ვხედავთ დღეს, რომ სწორედ თურმე ეგ სარეთოდ არ ყოფილა, რომ ეს მთავრობა ბოლომდე მუშაობს რუსულ პროპაგანდაზე, რუსულ რიტორიკაზე - ანტიევროპული მთავრობა გვყავს და ჩემი გადაწყვტილება დაყრდნობილია იმაზე, რომ მიყვარს ქვეყანა და მინდოდა იმის გაკეთება, რაც შემეძლო,“ - ამბობს ალექსანდრე კრევო-ასათიანი.

მსგავსი სიახლეები