სროლა და ფიზიკური დაპირისპირება კასპში - მეტეხში, სამმა ახალგაზრდამ, სავარაუდოდ, პოლიციელი სცემეს

18.07.23 16:52
სროლა და ფიზიკური დაპირისპირება კასპში - მეტეხში, სამმა ახალგაზრდამ, სავარაუდოდ, პოლიციელი სცემეს

სროლა და ფიზიკური დაპირისპირება კასპში. სოფელ მეტეხში სამმა ახალგაზრდამ, სავარაუდოდ, პოლიციელი სცემეს. ადგილობრივების თქმით, დაპირისპირება ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ დაიწყო. ჰაერში გასროლილი ტყვიების შემდეგ დაწყებული კონფლიქტი კი ხელბორკილების დადებით დასრულდა.

სოფელ მეტეხის მკვიდრებმა გიიგეს ჩხუბის ხმებიც და დაინახეს ბევრი პოლიციელიც, თუმცა ადგილობრივები დეტალებზე არ საუბრობენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ დაკავებულებს ჯგუფურ ძალადობას ედავებიან.

საქმეზე გამოძიება 126-ე მუხლით მიმდინარეობს.


 

მსგავსი სიახლეები