სირცხვილია, როგორც მთავრობა სააკაშვილს ექცევა - რას ამბობდა პრეზიდენტი დახურულ კარს მიღმა

18.07.23 16:54
სირცხვილია, როგორც მთავრობა სააკაშვილს ექცევა - რას ამბობდა პრეზიდენტი დახურულ კარს მიღმა

შეიწყალებს თუ არა საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილს - პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან "ნაციონალურ მოძრაობაში" გადასული ალექსანდრე კრევო-ასათიანი სალომე ზურაბიშვილის მხრიდან შეწყალების გადაწყვეტილებას არ გამორიცხავს.

ალექსანდრე კრევო-ასათიანის თქმით, სალომე ზურაბიშვილი კარგად იაზრებს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის თავისუფლება ევროინტეგრაციისთვის მნიშვნელოვანია.

მეტიც, ენმ-ს ახალი წევრის თქმით, ზურაბიშვილს თვითონაც აქვს ნათქვამი, რომ მთავრობა, როგორც იქცევა მესამე პრეზიდენტის მიმართ, არის სირცხვილი

სინამდვილეში, როცა იყო საუბარი მიხეილ სააკაშვილზე, თვითონაც აქვს ნათქვამი რამდენჯერმე, რომ მთავრობა, როგორც იქცევა მესამე პრეზიდენტის მიმართ, არის სირცხვილი და ქვეყნის რეპუტაციისთვისაც არის ძალიან ცუდი - ამ საკითხებზე გვისაუბრია. ეს იმედი მქონდა და დღემდე მაქვს, მგონია, რომ შეიწყალებს, იმიტომ, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება არის ერთ-რეთი მთავარი კომპონენტი ჩვენი ევროინტეგრაციისთვის. სალომე ზურაბიშვილსაც სურს ევროინტეგრაცია და ვფიქრობ, რომ თვითონაც ხედავს, რომ ეს საჭიროება დადგება,“ - ამბობს ალექსანდრე კრევო-ასათიანი.