შეიძლება სააკაშვილი უყვარს და უნდოდა სახლში წაეღო რაღაც მისი, ვთქვათ თმები - რაქვიაშვილი „ვივამედში“ მომხდარზე
შეიძლება უბრალოდ დავუშვათ, რომ ადამიანს მიხეილ სააკაშვილი უყვარს და უნდოდა სახლში წაეღო რაღაც მისი, ვთქვათ თმები და დაეტოვებინა საჩუქრად, - „გირჩის" დეპუტატი სანდრო რაქვიაშვილი პოლონელი ექიმის მიერ მიხეილ სააკაშვილის ბიოლოგიური მასალის ფეხსაცმლით გადატანის მცდელობას კომიკურს უწოდებს და მომხდარში ვერანაირ საფრთხეს ვერ ხედავს.
„ეს იმდენად კომიკურად გამოიყურებოდა, რომ შეიძლება უბრალოდ დავუშვათ, რომ ადამიანს პოლიტიკოსი, მიხეილ სააკაშვილი უყვარს და უნდოდა სახლში წაეღო რაღაც მისი, ვთქვათ თმები და დაეტოვებინა საჩუქრად. სხვა მე ვერანაირი ახსნა ვერ ვუპოვე ამას. არ მგონია რაიმე დაშავებულიყო, მგონი ზედმეტ ყურადღებას ვუთმობთ ამას. მე მეტი ახსნა არ მომისმენია, თუ რამე ახსნა არსებობს უკეთესი, მოვისმენდი, მაგრამ ჯერჯერობით ეს ყველაფერი ძალიან კომიკურად გამოიყურება და მე მგონი, ამ სიტუაციას რაღაც კომიკური ახსნა ექნება საბოლოოდ".- ამბობს რაქვიაშვილი.