მთავრობა დასავლეთს დაშორდა - ალექსანდრე კრევო-ასათიანი ენმ-ში წასვლის მიზეზზე
"ჩემი ცხოვრების ოცნება შემასრულებინა, როცა საქართველოში ჩამოვედი", - ამ სიტყვებით უხდის მადლობას პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან "ნაციონალურ მოძრაობაში" გადასული ალექსანდრე კრევო-ასათიანი.
ალექსანდრე კრევო-ასათიანი განმარტავს, რატომ გადაწყვიტა ოპოზიციურ პარტიაში გაწევრიავნება - ასათიანის თქმით, მთავრობამ დასავლურ კურსს გადაუხვია და სურს, რომ ახლა საკუთარი გამოცდილება ქვეყნის ევროპასთან დაახლოებას მოახმაროს.
ჩემთვის ცხოვრების ერთ-ერთი პატივი იყო, რომ ვიმუშავე ქვეყნისთვის და ვიმუშავე ქვეყნის მთავარსარდლისთვის. ჩემი პირადი გადაწყვეტილება იყო, რომ ოპოზიციაში წამოვსულიყავი, რადგან მე ვხედავ, რომ საქართველო დღეს დგას ძალიან რთულ გზაზე. სამწუხაროდ, ყველა ადამიანს, ვინც ჩემი ასაკისაა, დაიბადა ისეთ საქართველოში, რომელიც ევროპისკენ მიდიოდა და თითქმის აღარ ჩანს - ხალხში ჩანს, მაგრამ მთავრობაში - აღარ. ჩავთვალე, რომ ჩემი პასუხისმგებლობა იყო, რომ აქტიურად მემუშავა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზისთვის,“ - ამბობს ალექსანდრე კრევო-ასათიანი.