ოპოზიციური ერთობის გარეშე ივანიშვილის დამარცხება შეუძლებელია - გიგა ლემონჯავა
"დროას" წევრი გიგა ლემონჯავა მიიჩნევს, რომ ივანიშვილის დამარცხება ოპოზიცის ერთობის გარეშე შეუძლებელია. ამასთან, ოპოზიციის წევრი ფიქრობს, რომ ენმ-ს გარდა, მნიშვნელოვანია, ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრი შეიქმნას.
ივანიშვილის დამარცხება ოპოზიციური ერთობის გარეშე არის შეუძლებელი. ამ ტიპის ავტორიტარულ სისტემებში ძალისხმევის გაერთიანება ხელისუფლების ცვლილებისთვის არის გარდაუვალი წინაპირობა პოლიტიკური გამარჯვებისთვის. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ენმ-ს გარდა აუცილებელია არსებობდეს დამატებით ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრი, რომელიც შეძლებს გარღევა მოახდინოს ამ პოლიტიკურ ლანდშაფტში. გაერთიანება, რომელიც ორიენტირებულია, უბრალოდ გადალახოს 5%-იანი ბარიერი, ვერ მიაღწევს პოლიტიკურ შედეგს ივანიშვილის ხელისუფლების ცვლილების, - ამბობს „დროას“ წევრი გიგა ლემონჯავა.