კონსულტაციები გვაქვს ოპოზიციურ პარტიებთან და სამოქალაქო აქტივისტებთან - ბეჟაშვილი გაერთიანებაზე

18.07.23 17:43
კონსულტაციები გვაქვს ოპოზიციურ პარტიებთან და სამოქალაქო აქტივისტებთან - ბეჟაშვილი გაერთიანებაზე

ენმ-ს წევრი ლევან ბეჟაშვილი არ მალავს, რომ ოპოზიციურ გაერთიანებასთან დაკავშირებით პოლიტიკურ პარტიებთან და ინდივიდებთან კონსულტაციები დაწყებული აქვთ. ოპოზიციის წევრის თქმით, მნიშვნელოვანია ასევე სამოქალაქო აქტივისტებთან თანამშრომლობა, რატთა პოლიტიკამ "ახალი სისხლის" მიიღოს. 

კონსულტაციები მიმდინარეობს როგორც სხვა პარტიების წარმომადგენლებთან, ასევე ცალკეულ ინდივიდებთან, სამოქალაქო აქტივისტებთან. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ არ შემოვიფარგლოთ მარტო პარტიული ინტიტუტებით და პარტიული ჩარჩოებით, იმიტომ, რომ სამოქალაქო საზოგადოების რიგითი წევრების ინტერესი პოლიტიკაში ჩართულობასთან მიმართებაში არსებობს, მათი ჩართვა აუცილებელია, რომ პოლიტიკამ მიიღოს ახალი სისხლი. ამიტომ, ბუნებრივია, ყველა ასეთ ადამიანთან კონსულტაციები გვექნება, - ამბობს ლევან ბეჟაშვილი. 

მსგავსი სიახლეები