თავისუფალი მიხეილ სააკაშვილი ენმ-სთვის დიდი სტიმული იქნება - ბარამიძე

18.07.23 18:20
თავისუფალი მიხეილ სააკაშვილი ენმ-სთვის დიდი სტიმული იქნება - ბარამიძე

„სამხედრო ტყვეა სააკაშვილი, ის ამ დიდი ბრძოლის ნაწილია“, - ეს განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ბარამიძემ გააკეთა.

ბარამიძე არახამიას განცხადებას ეხმაურება, რომელიც ამბობს, რომ სააკაშვილი ხელისუფლებასთან კონკურენციაში არ შევა. რაც შეეხება, უკრაინაში "მიხეილ სააკაშვილის თავისუფლების საერთაშორისო მოძრაობა" დაფუძნებას, ბარამიძე ამბობს, რომ ამ მოძრაობის დაფუძნება სააკაშვილის გათავისუფლების პროცესის ნაწილია და კონკურენცია არ არსებობს.

ამ ორი პოზიციის დაპირისპირება არასწორია. მიხეილ სააკაშვილი თავისუფალი იქნება ენმ-სთვის დიდი სტიმული... არ არის ომი მხოლოდ ტანკებით და ზარბაზნებით, არის პოლიტიკური ომი, იდეოლოგიური ომი და არის ის, რაშიც მიხეილ სააკაშვილი ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინის პრეზიდენტისთვის. უკრაინის პრეზიდენტი ამბობს ამას, მაგრამ აქამდე ვამბობდით, რომ თუ გვინდა უკრაინის გამარჯვება, ამ კონტექსტშიც უნდა განვიხილოთ სააკაშვილი, რადგან ის ნამდვილად სჭირდება უკრაინას, მისი გამოცდილების, ავტორიტეტიდან გამომდინარე,“ - ამბობს გიორგი ბარამიძე.

 

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების პროცესში მეზობელი ქვეყნების - აზერბაიჯანის და თურქეთის ჩართვას, ბარამიძე ამბობს, რომ პარტიას პარტნიორებთან კომუნიკაცია მუდმივად აქვთ.

თუ ისინი თავის სიტყვას იტყვიან ამა თუ იმ ფორმით, მინდა გითხრათ, რომ ჩვენი ეს მეზობლები კომუნიცირებენ არსებულ ხელისუფლებასთან. კარგად იცით, მიხეილ სააკაშვილის ურთიერთობა ჩვენი მეზობლი სახელმწიფოების ლიდერებთან - დალაგებული ურთიერთოიბა გვქონდა ყველასთან, თავის დროზე რუსეთთანაც ვცდილობდით ურთიერთობის დალაგებას, უბრალოდ რუსეთმა არ მოიშალა იმპერიული აზრები და არ მოიშალა, რომ საქართველო უნდა იყოს არა პარტნიორი, არამედ დამონებული პროვინცია,“ - ამბობს ბარამიძე. 

მსგავსი სიახლეები