ჩემი სურვილია მიხეილ სააკაშვილი პრემიერად - გია ბარამიძე

18.07.23 18:37
ჩემი სურვილია მიხეილ სააკაშვილი პრემიერად - გია ბარამიძე

ვის დაასახელებს "ნაციონალური მოძრაობა" პრემიერობის კანდიდატად - "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, გია ბარამიძის თქმით, ამ საკითხზე გუნდში საერთოდ არ მიმდინარეობს მსჯელობა. 

ბარამიძის თქმით, გუნდს სურვილი აქვს, რომ მიხეილ სააკაშვილი იყოს პრემიერობის კანდიდატი, თუმცა, ეს თავად საქართველოს მესამე პრეზიდენტის გადასაწყვეტია.

თუკი ახლა ვინმეს უნდა მოისმინოს ჩვენი სურვილი, ვინ იქნებოდა პრემიერობის კანდიდატი ჩვენი - ეს არის მიხეილ სააკაშვილი. ახლა საერთოდ არ მიდის მსჯელობა ამაზე, მაგრამ თუ სურვილია, ჩემი სურვილია მიხეილ სააკაშვილი პრემიერად. მაგრამ ეს მიშას გადასაწყვეტია. მიხეილ სააკაშვილი, რომელიც იქნება თავისუფალი, ამას მერე გადაწყვეტს," - ამბობს ბარამიძე

მსგავსი სიახლეები