რა მტკიცებულებები ექნება უკრაინას სააკაშვილის საქმეში - დეკანოიძე კიევში გამოძიების დაწყებაზე
„ჩემი აზრით, ეს შეიძლება შეეხოს ადამიანის უფლებების ხელყოფას უკრაინის მოქალაქის მიმართ, იმ ინციდენტს, რომელიც არის რუსთავიდან გლდანში გადაყვანა - იქ ნამდვილად არის დარღვეული მისი უფლებები, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას,“ - ეს განცხადება „ევროოპტიმისტების“ წევრმა ხატია დეკანოიძემ გააკეთა.
ხატია დეკანოიძის თქმით, უკრაინულ მხარეს სააკაშვილის უფლებების დარღვევის მტკიცებულებად მის მიმართ არაადამიანური მოპყრობის ამსახველი კადრებიც ექნება და ასევე, სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესებული მდგომარეობაც ერთ-ერთი მტკიცებულება იქნება.
დეკანოიძე ეხმაურება დავით არახამიას დღევანდელ განცხადებას, რომელმაც უკრიანის პროკურატურას მიმართა, დაიწყოს გამოძიება სააკაშვილის მკველელობის მომზადების საქმეზე.
ადრე იყო საჯარო განცხადებები, რამდენადაც მახსოვს, რომ ეს შეიძლებოდა ყოფილიყო ადამიანის უფლებების დარღვევაზე უკრაინის მოქალაქის მიმართ. ახლა, როგორც წავიკითხე, ეს შეიძლება შეეხოს, მათ შორის, ასევე, ძალიან მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობამდე მიყვანას, სხვათა შორის, ამას ითვალისწინებს უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსი, რომ აღიძრას სისხლის სამართლის საქმე,“ - ამბობს ხატია დეკანოიძე.