გახარიას პარტიამ საკუთარი სხეული უნდა გამოკვეთოს, რომ დავინახოთ, რასთან გვაქვს საქმე - დათუნაშვილი
„იმ უბედურების ავტორები, რომელშიც დღეს ვართ, „ქართული ოცნება“, იმიტომ, რომ მან შეგვიყვანა ამ ჩიხლში და „ოცნება“ არის რუსული პროექტი და მის მთავარ მოკავშირედ „ნაციონალური მოძრაობა“ არის ამ პრობლემის ნაწილი,“ - ეს განცხადება „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა თაზო დათუნაშვილმა გააკეთა.
დათუნაშვილი განმარტავს, რატომ არ წარმოუდგენია „ლელოს“ სახელისუფლებო გუნდთან და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ საარჩევნოდ კოლაბორაცია. დათუნაშვილის თქმით, პოლიტიკური ველი უნდა განახლდეს.
ამ ქვეყანაში არის დიდი ელექტორატი, რომელიც თვლის, რომ როგორც „ქართული ოცნება“, ისე „ნაციონალური მოძრაობა“ არის ამ ქვეყნის წარსული და წარსულის კონფიგურაციებით არ მგონია, რომ განახლება შესაძლებელი იყოს. ჩვენს პარტიაში ჯანსაღი ამბავია, რომ ცვლა ხდება - ჩვენ გვგონია, რომ ერთად - მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძის გამოცდილებას და პლუს, ჩვენს ახალგაზრდულ მიდგომას ერთობლივად აქვთ შანსი, რომ ახალი შემოთავაზება გააკეთოს პოლიტიკურ ველზე. ჩვენ არ გვაქვს პრეტენზია იმაზე, რომ ვთქვათ, რომ ჩამებით და ერთად გადავიდეთ, გასაღებების და ბრელოკების დარიგების პროცესში არ ვართ, ამბობთ, რომ მოდით, დავჯგუფდეთ ისეთი ხალხი ერთად, რომლებსაც არ აქვთ წარსულის სიმძიმე, ახლებურად უდგება პოლიტიკას და არაა დისკრეტირებული ამ პროცესის მიერ. აბსოლუტურად ყევლასთან შეგვიძლია საუბარი, ვინც არ მოიაზრებს თავს „ნაციონალური მოძრაობის“ ორბიტაზე,“ - ამბობს თაზო დათუნაშვილი.
რაც შეეხება, გახარიას პარტიასთან კოალიციას, თაზო დათუნაშვილი ამბობს, რომ პარტიას "საქართველოსთვის" ბევრი დეტალია ბუნდოვანი.
გახარიას პარტიამ, როგორც პოლიტიკურმა ერთეულმა საკუთარი სხეული უნდა გამოკვეთოს, რომ დავინახოთ, რასთან გვაქვს საქმე. იმისთვის, რომ დავინახოთ, როგორი პარტნიორი შეიძლება იყოს, მეტი რამ უნდა ვიცოდეთ, რას გვთავაზობს მომავალში", - ამბობს დათუნაშვილი.