რაზე დაუპირისპირდნენ "ოცნება" და პრეზიდენტი ერთმანეთს - ალექსანდრე ასათიანი დეტალებზე
რა საკითხზე დაუპირისპირდნენ "ქართული ოცნება" და პრეზიდენტი ერთმანეთს - პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან "ნაციონალურ მოძრაობაში" გადასული ალექსანდრე კრევო-ასათიანი მომხდარ ინციდენტს "პირველებთან" იხსენებს.
"ოცნება" წყობიდან სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებამ გამოიყვანა - საკითხი ეროვნული თანხმობის კამპანიას უკავშირდება. "ოცნებისგან" დამოუკიდებელი პოლიტიკური მოქმედება და ორბელიანის სასახლეში მიღებაზე ოპოზიციის ლიდერების დაპატიჟება ივანიშვილის პოლიტიკური მემკვიდრეებისთვის წითელი ხაზი აღმოჩნდა.
იყო ეროვნული თანხმების პროცესი და მანდ ვნახეთ, რომ ყველა დიდი ძალა საქართველოში მზად იყო მაგაში მონაწილეობისთვის, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობა“. მათი რიტორიკა იყო, რომ უნდა დასაჯოთ ოპოზიციის წევრები და თანხმობა და დეპოლარიზაცია მეორე ხარისხოვანი არის, მანდ იყო პირველი დიდი კონფლიქტი,“ - ამბობს ალექსანდრე კრევო-ასათიანი.