როგორ აპირებენ სააკაშვილის დახსნას - სამოქმედო გეგმა გვარამიამ და არახამიამ გაახმოვანეს
ნიკა გვარამია და დავით არახამია პოლიტიკურ თავყრილობაზე კიევში დღეს ერთად გამოჩნდნენ. პირისპირ შეხვედრების შემდეგ გვარამია და პრეზიდენტ ზელენსკის საპარლამენტო გუნდის ლიდერი სააკაშვილის გათავისუფლების მოძრაობის ფორუმს ესწრებოდნენ. დღეს ორივემ ერთად სამოქმედო გეგმა გაახმაურა, როგორ აპირებენ სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლებას.
პრეზიდენტი ერდოღანი და პრეზიდენტი ალიევი, ორივე ერთად, სავარაუდოდ, სააკაშვილის გათავისუფლების პროცესში ჩაერთვება. დღეს გვარამიამ თქვა, რომ გადამწყვეტი სიტყვა პატიმარი პრეზიდენტის საქმეში საქართველოს ორი მეზობელი ქვეყნის ლიდერმა უნდა თქვას.
15 წელი რუსეთის ინტერვენციიდან საქართველოში - ამ თემაზე კი ამ წუთებში ევროპარლამენტში მსჯელობენ. თქვეს, რომ "ქართული ოცნება" პუტინის ოცნების ასრულებით არის დაკავებული და სააკაშვილის ციხეში ყოფნაც ერთ ერთ ასეთი ოცნებაა.
ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში.