ბაიდენის დამახინჯებული ფოტო - რაგბის კავშირის ინფორმაციით, მათი Facebook გვერდი გატეხეს

18.07.23 20:15
ბაიდენის დამახინჯებული ფოტო - რაგბის კავშირის ინფორმაციით, მათი Facebook გვერდი გატეხეს

"მიმდინარე თვეში დღეს უკვე მეორედ გატეხეს რაგბის კავშირის გვერდი", - რაგბის კავშირი განცხადებას ავრცელებს და ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე პროფილის სურათად ბაიდენის დამახინჯებული ფოტო ატვირთვას ეხმაურება.
 

მიმდინარე თვეში დღეს უკვე მეორედ გატეხეს რაგბის კავშირის გვერდი, მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები, რის გამოც ინფორმაციის გავრცელება შეზღუდული გვაქვს. მომხმარებელს ვთხოვთ, არ მიაქციოს ყურადღება რაგბის კავშირის სახელით მის ოფიციალურ გვერდებზე გავრცელებულ ნებისმიერ ინფორმაციას სანამ არ შევძლებთ კონტროლის აღდგენას, რასაც დამატებით შეგატყობინებთ. ბოდიშს გიხდით ამ ვანდალური შეტევებით გამოწვეული შეფერხებების გამო", - წერია რაგბის კავშირის განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები