პრეზიდენტის მრჩეველი ოპოზიციაში მიდის - ალექსანდრე ასათიანი "პირველებთან" ალაპარაკდა
პრეზიდენტის გუნდს მისი მრჩეველი ტოვებს და ოპოზიციაში მიდის. სპეციალურად საფრანგეთიდან სალომე ზურაბიშვილთან სამუშაოდ ჩამოსულმა ალექსანდრე ასათიანმა არჩევანი უკვე გააკეთა. ასათიანმა პრეზიდენტის სასახლის შიდა ამბებზე, სალომე ზურაბიშვილის ურთიერთობაზე ბიძინა ივანიშვილთან, პრემიერებთან და მიხეილ სააკშვილზე "პირველებთან" ისაუბრა.
"კავშირი ზურაბიშვილსა და ივანიშივილს შორის არის. ურთიერთობა მთავრობასთან ღარიბაშვილის პრემიერობის შემდეგ დაეძაბა, - უყვება "პირველებს" პრეზიდენტის გუნდის უკვე ყოფილი წევრი.
ზურაბიშივლი კი ყოფილი მრჩევლის ალაპარაკებამ გაანაწყენა და შიდა ამბებზე საჯაროდ ლაპარაკის გამო ის გაკიცხა.
ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.