დღეს საქართველო, ხვალ უკრაინა...კაჩინსკის წინადადება არის დღევანდელი თემა - ფოტიგა

18.07.23 20:28
დღეს საქართველო, ხვალ უკრაინა...კაჩინსკის წინადადება არის დღევანდელი თემა - ფოტიგა

 ევროპარლამენტარმა ანაფოტიგამ ევროპარლამენტში გამართულ კონფერენციაზე საქართველოს წინააღმეგ რუსული აგრესია გაიხსენა. საკუტარი გამოსვლა ევროდეპუტატმა პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტის, ლეხ კაჩინსკის სიტყვებით დაიწყო: "დღეს საქართველო, ხვალ უკრაინა, შემდეგ ბალტიის ქვეყნები და შემდეგ ჩემი ქვეყანა პოლონეთი“.

ფოტიგამ ამ კონტექსტში საქართველოს მიმართ იმ ქვეყნების სოლიდარობა გაიხსენა, რომელტა მეთაურებიც აგვისტოს ომის დროს საქართელოშ ჩავიდნენ. 

გვინდა გავიხსენოთ რუსეთის აგრესია საქართველოს წინააღმდეგ. რუსეთის ფედერაციამ გადაწყვიტა შეჭრილიყო, სუვერენულ სახელმწიფოში, საქართველოში. პოლონეთის განსვენებული პრეზიდენტის, ლეხ კაჩინსკის სიტყვებით მინდა დავიწყო, რომელმაც ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ოთხ პრეზიდენტთან ერთად გადაწყვიტა ჩასულიყო თბილისში და ეჩვენებინა სოლიდარობა ქართველი ხალხის მიმართ. აქ იყო 4 პრეზიდენტი: პოლონეთის, უკრაინის, ლიტვის, ესტონეთის და ასევე ლატვიის პრემიერ-მინისტრი. ისინი 8 აგვისტოს ჩავიდნენ თბილისში რათა დაეცვათ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. რუსულ არმიას უნდოდა, საქართველოს ტერიტორიის დიდი ნაწილი დაეკავებინა. ლეხ კაჩინსტკის ცნობილი სიტყვებია: -„დღეს საქართველო, ხვალ უკრაინა, შემდეგ ბალტიის ქვეყნები და შემდეგ ჩემი ქვეყანა პოლონეთი“. სწორედ ეს წინადადება არის ჩვენი დღევანდელი ღონისძიების მთავარი თემა, - თქვა ანა ფოტიგამ.

მსგავსი სიახლეები