მიხეილ სააკაშვილი ჰუმანიტარული საბაბით უნდა გათავისუფლდეს - კრამერი

18.07.23 20:33
მიხეილ სააკაშვილი ჰუმანიტარული საბაბით უნდა გათავისუფლდეს - კრამერი

"მიხეილ სააკაშვილი ჰუმანიტარული საბაბით უნდა გათავისუფლდეს," - ეს განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა დევიდ კრამერმა გააკეთა. ეს ევროპარლამენტში მიმდინარე უსაფრთხოების კონფერენციას ესწრება.

კრამერის თქმით, შეშფოთებით აკვირდება საქართველოში მიმდინარე პროცესებს - ქვეყნის საგარეო კურსის ცვლილებას და თბილისში ჩამოსვლას აანონსებს.

დღეს ყველანი დამწუხრებულები ვართ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის გამო. მე გავიმეორებ პრეზიდენტ ტომას ილვესის სიტყვებს და ვიტყვი, რომ სხვა თუ არაფერი, მხოლოდ ჰუმანიტარული საბაბით უნდა იქნას ის გათავისუფლებული. ამიტომ, მე მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, რომ გადადგას ერთადერთი სწორი ნაბიჯი. განსხვავებით ქართველი ხალხის ხედვებისგან, მე ძალიან გაწბილებული ვარ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების რიტორიკით ამ დღეებში. შთაბეჭდილება იქმნება, რომ ეს რიტორიკა მოდის უფრო მოსკოვიდან ვიდრე თბილისიდან. ჩვენ დავინახეთ რუსული სტილის კანონის მიღების მცდელობა, ვხედავთ რუსეთთან კავშირების გამყარების მცდელობებს, როდესაც ყველა დანარჩენი მოსკოვთან კავშირების გაწყვეტას ცდილობს. ასე რომ, მე შეშფოთებით ვუყურებ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და თვენახევარში ვაპირებ იქ ჩასვლას, რათა მონაწილეობა მივიღო დაგეგმილ კონფერენციაში და მეტი ყურადღება გავამახვილო ამ თემებზე, - ამბობს კრამერი. 

მსგავსი სიახლეები