დიდი გადალაგება ოპოზიციაში - რომელი პარტიის გარშემო შეიქმნება პოლიტიკური ცენტრი?
დიდი წინასაარჩევნო გადალაგება ოპოზიციაში - კონსულტაციები დაწყებულია,თუმცა ახლა ყველას აინტერესებს, რომელი პარტიის გარშემო შეიქმნება პოლიტიკური ცენტრი? გამაერთიანებლის პოლიტიკური ამბიცია ორ პარტიას აქვს: ერთ მხარეს „ნაციონალური მოძრაობა“, მეორე მხარეს კი „ლელო“ დგას.
ენმ და „ლელო“ თანამშრომლობას არ აპირებენ, ამიტომ დანარჩენ პარტიებს მათი ქოლგის ქვეშ გაერთიანებას სთავაზობენ. „ქართული ოცნება“ კი ოპოზიციის დისკრედიტაციას დასაწყისშივე ცდილობს. მმართველ გუნდში ამტკიცებენ, რომ პარტიების გადალაგება ნებისმიერი კონფიგურაციით კრახისთვის არის განწირული.
ვრცლად ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.