ხელისუფლების ორმაგი სტანდარტი - რატომ უშვებს „ოცნება“ საზღვარზე უცხო ქვეყნების მოქალაქეებს შერჩევით?
რუსი მწერალი საქართველოს წინააღმდეგ - ვიქტორ შენდეროვიჩმა ხელისუფლებას სასამართლოში უჩივლა. ახლა მთავრობას მოუწევს დაამტკიცოს, რატომ იყენებს ორმაგ სტანდარტს, რატომ არ უშვებს ქვეყანაში ანტიპუტინისტური პოზიციის მქონე ადამიანებს მაშინ, როდესაც პუტინის ყველა მხარდამჭერისთვის საქართველოს საზღვრები ღიაა.
შენდეროვიჩი უსაფუძვლოდ, ყოველგვარი არგუმენტის გარეშე საზღვრიდან გააბრუნეს, რის გამოც მწერალმა თბილისში დაგეგმილი ღონისძიებები გააუქმა.
მილიონ ნახევარი რუსეთის მოქალაქე, უკონტროლო მიგრაცია და სახელმწიფოს დისკრიმინაციული მიდგომა - საგანგაშო მაჩვენებლი ბოლო ერთ წელში. კვლევა ტოლერანტობის ინსტიტუტმა გამოაქვეყნა.
ვრცლად ნახეთ რუსუდან ჯაბანიშვილის რეპორტაჟში.