თუ უნახავთ მოხუცების დაკოჟრილი ხელები, შემოსავალი რომ არ აქვთ, სამარცხვინოა, მადლობებს რომ ახდევინებს ღარიბაშვილი - ნიკოლაშვილი

18.07.23 21:35
თუ უნახავთ მოხუცების დაკოჟრილი ხელები, შემოსავალი რომ არ აქვთ, სამარცხვინოა, მადლობებს რომ ახდევინებს ღარიბაშვილი - ნიკოლაშვილი

"თუ უნახავთ, ბავშვს რომ შია და მასწავლებლის მოსმენა რომ უწევს, თუ უნახავთ მოხუცების დაკოჟრილი ხელები თავიანთი ჯაფისგან და შემოსავალი რომ არ აქვთ, სამარცხვინოა, ამ დროს მადლობებს ახდევინებს ადამიანებს ღარიბაშვილი," - ეს განცხადება "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა თათია ნიკოლაშვილმა გააკეთა.

ნიკოლაშვილი ეხმაურება პრემიერის ვიზიტს ცაგერში და იმიტირებულ მადლობებს ღარიბაშვილის მიმართ და ამბობს, რომ ხელისუფლება უყურადღებოდ ტოვებს საზოგადოების იმ ჯგუფებს, რომლებსაც უჭირთ.

ოზურგეთში 62 ათასი ადამიანი ცხოვრობს და მათგან 30 ათასი ადამიანი ოფიციალურად არის სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებული, 20 ათას ვერ ეხმარებიან. უფრო უარესი სიტუაცია არის ჩოხატაურში და ლანჩხუთში - 14 ათასი ადამიანი არის რეგისტრირებული სოციალურად დაუცველთა ბაზაში და ამ დროს 31 ათასი ადამიანი ცხოვრობს. ყველაზე მძიმე - ჩოხატაურში - 19 ათასი ადამიანი ცხოვრობს და 11 ათასი ადამიანი სოციალურად დაუცველია და დახმარებას ითხოვს და ამ დროს გურიაში ნახევარი ადამიანებისა გაჭირვებაში ცხოვრობენ და ამ დროს გურიას მინდა გითხრათ რამდენი მილიონერი ჰყავს - ბიძინა ივანიშვილი ხომ ბუდობს გურიაში და დაპატრონებულია ნახევარზე მეტს, ბატონი ვასილ ჩიგოგიძე, ჩხაიძეები, წილოსანი, თალაკვაძეები - ეს ადამიანები გურიაში ცხოვრობენ და სოციალურად დაუცველებს ვერ ამჩნევენ... სამარცხვინოა, ამ დროს მადლობებს ახდევინებს ადამიანებს ღარიბაშვილი," - ამბობს თათია ნიკოლაშვილი

მსგავსი სიახლეები