გულნაზი გოლეთიანი ზუგდიდში არის ბევრი, გამოიყვანენ იმიტომ, რომ ყველა ვერ დადგება მექსიკის საზღვართან - კალანდია

18.07.23 21:46
გულნაზი გოლეთიანი ზუგდიდში არის ბევრი, გამოიყვანენ იმიტომ, რომ ყველა ვერ დადგება მექსიკის საზღვართან - კალანდია

„სამეგრელოში, როდესაც ქორწილი ტარდება, პირველი ნახევარი, სანამ სიძე-პატარძალს შემოიყვანენ, ჩქარა უნდა ჩაამთავრონ ეს, მგონია, რომ ამ რეჟიმში ვართ ახლა,“ - ეს განცხადება ზუგდიდის საკრებულოს ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ მაია კალანდიამ გააკეთა.

კალანდია „ქართული ოცნების“ მცდელობას შექმნას ალტერნატიული რეალობა ეხმაურება. ამბობს, რომ მმართველი ძალა შეძლებს სხვადასხვა რეგიონში მეხოტბეების გამოყვანას, თუმცა, რეალური პრობლემები - სოციალური პრობლემები მოუგვარებელი რჩება.

გულნაზი გოლეთიანი ზუგდიდში არის ბევრი, გამოიყვანენ ბევრს იმიტომ, რომ ყველა ვერ დადგება მექსიკის საზღვართან. მაგრამ პროტესტს, რომელიც არსებობს ხალხში, სოციალური თემით, რომ უჭირს, ის გამოდის მაშინ, როდესაც დგება საქართველოს სახელმწიფოს ყოფნა-არყოფნის ბედი,“ - ამბობს კალანდია.
 

მსგავსი სიახლეები