ხელისუფლებას და ამ შემთხვევაში, ღარიბაშვილს აქვს ნამდვილი ადამიანების შიში - წულაძე "ოცნების" იმიტირებულ რეალობაზე

18.07.23 21:54
ხელისუფლებას და ამ შემთხვევაში, ღარიბაშვილს აქვს ნამდვილი ადამიანების შიში - წულაძე "ოცნების" იმიტირებულ რეალობაზე

"ხელისუფლებას და ამ შემთხვევაში, ღარიბაშვილს აქვს ნამდვილი ადამიანების შიში," - ეს განცხადება საკრებულოს წევრმა პარტიიდან „ხალხისთვის“ ნინო წულაძემ "რეაქციაში" გააკეთა.

წულაძე "ქართული ოცნების" იმიტირებულ რეალობას ეხმაურება და ამბობს, რომ ის პირები, რომლებიც ირაკლი ღარიბაშვილს სხვადასხვა რაიონში ხვდებიან, რეალურად მძიმე სოციალური მდგომარეობის გამო ჰყავს დამორჩილებული მმართველ გუნდს.

ქართული ოცნების ხელისუფლებას აქვს კრიზისი და პანიკა ძალაუფლების დაკარგვის და პანიკური მოქმედებები გამოიხატება ზუსტად გადაკეტილი ქუჩებით, მობილიზებული შეიარაღებული ადამიანებით და საჯარო მოხელეებით, რომლებიც ორგანიზებულად, დაგეგმილად ჰყავდათ, როგორც სცენარი ასე ჰქონდათ ღარიბაშვილთან შეხვედრის პროცესი დაგეგმილი და შეკეტილი ჰყავდათ და როცა დრო იქნებოდა, რეჟისორი დაუძახებდა, ხელის აწევით მიესალმებოდა და გატესტილ მესიჯბოქს მშვიდობასთან დაკავშირებით გაუზიარებდნენ პრემიერს. საჯარო მოხელეებში, ადმინისტრაციულ რესურსში ვხედავთ ძალდატანებით მორჩილებას და ამ მორჩილებას იწვევს ერთადერთი - ეკონომიკური სიდუხჭირე, სოციალური კრიზისი და ჭაობი, რომლის შემოქმედიც არის ქართული ოცნება,“ - ამბობს წულაძე.

მსგავსი სიახლეები