დღეს უმთავრესი ფეიკი საქართველოში არის საქართველოს ხელისუფლება - ნიკა ჩერქეზიშვილი
"დღეს უმთავრესი ფეიკი საქართველოში არის საქართველოს ხელისუფლება", - ასე აფასებს ლელოს წევრი, ნიკა ჩერქეზიშვილი "ქართული ოცნების" მიერ იმიტირებული რეალობის შექმნის მცდელობას.
ჩერქეზიშვილი ეხმაურება პრემიერის ცაგერში ჩასვლას, სადაც ღარიბაშვილს ერთი და იგივე საჯარო მოხელე სხვადასხვა ლოკაციაზე შეახვედრეს და მადლობები გადაახდევინეს.
დღეს უმთავრესი ფეიკი საქართველოში არის საქართველოს ხელისუფლება, თვითონ არიან ფეიკი. გვყავს ხელისუფლება, რომელსაც ძალაუფლება არ გააჩნია, ძალაუფლება არის ერთი კაცის ხელში კონცენტრირებული. დღეს გვყავს ჩვენ რუსეთის წარმომადგენლობა საქართველოში და ამიტომ, ფაქტობრივად შეუძლებელია, ამ მმარტველობამ საქარტელოს რაიმე სიკეთე მოუტანოს. ნომერ პირველი ამოცანა ახლა არის ხელისუფლების ცვლილება. ხალხი, რომელიც ხვდება მათ, ყველაზე დიდი ტრაგედია ამ ამბავში არის ის, რომ ვისაც რეალურად აქვს პრობლემა, ვისაც რეალურად სჭირდება ქვეყნის პირველ პირთან შეხვედრა, მას ვერასდროს შეხვდება,“ - ამბობს ნიკა ჩერქეზიშვილი.