ივანიშვილის პოლიტიკიდან გასტუმრებაში მივიღებ მონაწილეობას 2024 წელს - ნიკა გვარამია

18.07.23 22:28
ივანიშვილის პოლიტიკიდან გასტუმრებაში მივიღებ მონაწილეობას 2024 წელს - ნიკა გვარამია

ივანიშვილის პოლიტიკიდან გასტუმრებაში მივიღებ მონაწილეობას 2024 წელს - ეს განცხადება „მთავარი არხის“ დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ გააკეთა.

ნიკა გვარამიას თქმით, ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი იქნება თუ არა პოლიტიკაში ან რომელიმე პოლიტიკურ პარტიაში, თუმცა, ამბობს, რომ ხელისუფლების ცვლილებაში მონაწილეობას მიიღებს.

გადაწყვეტილება არ მიმიღია. მე პოლიტიკაში 2024 წელს, ივანიშვილის ამ ქვეყნის პოლიტიკიდან გასტუმრებაში მივიღებ მონაწილეობას ნებისმიერ შემთხვევაში, ციხეში რომ ვყოფილიყავი, მაინც ვეცდებოდი, რომ ეს გამეკეთებინა, გარეთ მით უმეტს. რაც შეეხება იმას, თუ რა ფორმით, მე გადაწყვეტილება არ მიმიღია, ამისთვის მჭირდება დრო, მინდა იყოს გაცნობიერებული, იმიტომ, რომ ეს ჩემი და ჩემი ოჯახის ცხოვრებაში იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება,“ - ამბობს გვარამია.

მსგავსი სიახლეები