იქნება თუ არა დავით არახამია ქართულ პოლიტიკაში - ნიკა გვარამიას პასუხი

18.07.23 22:35
იქნება თუ არა დავით არახამია ქართულ პოლიტიკაში - ნიკა გვარამიას პასუხი

„როცა ვისმენთ არახამიაზე, რომ ის არის უსამშობლო, სამარცხვინოა ამის მოსმენა. უსამშობლოა იმიტომ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ დატოვა ისიც და მეც ჩვენი სახლის გარეშე, მე სოხუმში სახლს ვგულისხმობ და დათოს გაგრაში სახლს,“ - ეს განცხადება „მთავარი არხის“ დამფუძნებელმა "რეაქციაში" გააკეთა.

ნიკა გვარამია დავით არახამიასთან შესაძლო თანამშრომლობასა და არახამიას ქართულ პოლიტიკაში ჩაბმაზე საუბრობს და ამბობს, რომ ქართულ პოლიტიკაში იქნება ყველა, ვისაც ამის მორალური უფლება აქვს. რაც შეეხება არახამიას, გვარამიას თქმით, ეს თავად დავით არახამიას გადასაწყვეტია.

ჩემი ამოცანა, სადაც არ უნდა ვიყო, იქნება ჩვენი ქვეყნის რეალობაში ახალი სახეეების ჩაბმა, მათ შორის უკრაინული პოლიტიკური ლანდშაფტიდანაც, ჩაბმა, როგორც ამ ქვეყნის გულშემატკივრების. რაც შეეხება, პოლიტიკაში მოვა თუ არა, მათ შორის, არახამიაზეც არის ხოლმე შეკითხვები, ვფიქრობ, რომ ყველა ქართველს აქვს უფლება პოლიტიკაში მონაწილეობის მიღების და ეს მხოლოდ არახამიას არ ეხება და მხოლოდ ქართველი ამომრჩევლის გადასაწყვეტია, დაუჭერს თუ არა მხარს,“ - ამბობს გვარამია.
 

მსგავსი სიახლეები