ოპოზიციას აქვს ძალიან სერიოზული ობიექტური სირთულეები - გვარამია

18.07.23 22:41
ოპოზიციას აქვს ძალიან სერიოზული ობიექტური სირთულეები - გვარამია

"ოპოზიციას აქვს ძალიან სერიოზული ობიექტური სირთულეები", - ეს განცხადება ინგა გრიგოლიას რეაქციაში "მთავარი არხის" დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ გააკეთა.

გვარამიას თქმით, უკრაინასა და ევროპარლამენტში მოუწია ახსნა, თუ რა სირთულეების წინაშე დგას დღეს ოპოზიცია. 

ოპოზიციას აქვს ძალიან სერიოზული ობიექტური სირთულეები. ევროპარლამენტშიც ბევრი მასაუბრეს ზუსტად ამაზე, იმიტომ, რომ იქაც იყო კრიტიკული შეკითხვები ოპოზიციასთან დაკავშირებით და მე დიდი დრო დავუთმე იმის ახსნას, ოპოზიცია რა ობიექტური სირთულეების წინაშე დგას. საქართველოში ცუდი ხელისუფლების საკითხი ხომ არ დგას, საქართველოში დგას რეალურად რუსული, პრორუსული ორიენტაციის პროლეტარული რეჟიმის საკითხი, რომელთა ერთადაც შეუძლებელია საქართველოს ევროპული გაერთიანება,“ - ამბობს ნიკა გვარამია.

მსგავსი სიახლეები