თურქეთს და აზერბაიჯანს გადამწყვეტი თუ არა მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია სააკაშვილის გათავისუფლებაში - გვარამია
თურქეთს და აზერბაიჯანს გადამწყვეტი თუ არა მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია სააკაშვილის გათავისუფლებაში, - ეს განცხადება „მთავარი არხის“ დამფუძნებელმა ინგა გრიგოლიას რეაქციაში გააკეთა.
ნიკა გვარამიას თქმით, საქართველოს მეზობელი ქვეყნები ანგარიშგასაწევი ძალაა და თანაც, მათ ლიდერებს მიხეილ სააკაშვილთან ახლო კომუნიკაცია ჰქონდათ.
ვფიქრობ, რომ თუ გადამწყვეტი არა, მნიშვნელოვანი როლის შეტანა ამ ორ ქვეყანას ამ პროცესში შეუძლია და მოვიდა დრო, რომ ეს საკითხი გადაწყდეს იმიტომ, რომ სხვანაირად გაგრძელება შეუძლებელია, საქართველოში საარჩევნო პროცესის სიმშვიდე უბრალოდ თეორიულად გამორიცხულია, რომ ამომრჩეველთა 1/3-ის მიერ საკუთარ ლიდერად აღიარებული ადამიანი იმყოფება ტყვეობაში და ყოველდღე ელოდებიან გადარჩება თუ არ გადარჩება," - ამბობს გვარამია.