უკრაინას შეუძლია საქართველოს თანამდებობის პირების წინააღმდეგ საქმეები აღძრას - ნიკა გვარამია

18.07.23 23:20
უკრაინას შეუძლია საქართველოს თანამდებობის პირების წინააღმდეგ საქმეები აღძრას - ნიკა გვარამია

უკრაინას შეუძლია სააკაშვილის მიმართ არაჰუმანური მოპყრობის საქმეზე საქართველოს თანამდებობის პირების წინააღმდეგ საქმეები აღძრას, - ეს განცხადება „მთავარი არხის“ დამფუძნებელმა ინგა გრიგოლიას რეაქციაში გააკეთა.

გვარამიას თქმით, არაჰუმანური მოპყრობის საქმეზე უკრაინულ მხარეს მტკიცებულებები ექნებათ და არაჰუმანური მოპყრობის ამსახველი ფაქტები ივანიშვილის ხელისუფლებამ თავად გაასაჯაროვა. 

უკრაინას სრული უფლება აქვს რომ გამოძიება დაიწყოს - ეს არის მისი მოქალაქის მიმართ წამებისა და არაჰუმანური მოპყრობის ფაქტი თუ ასეთი მტკიცებულებები არსებობს და ვიცით, რომ არსებობს, თავად აჩვენა ეს ივანიშვილმა. ჯერ ერთი, ეს არის უნივერსალური იურისდიქციის დანაშაული, შეიძლება ნებისმიერ იურისდიქციაში აგებინონ პასუხი არაჰუმანური მოპყრობისთვის და უკრაინას შეუძლია ეს. მათ შორის შეუძლია საქმეები აღძრას საქართველოს თანამდებობის პირების წინააღმდეგ,“ - ამბობს გვარამია.

მსგავსი სიახლეები