"ოცნება" თავს იზღვევს, რომ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით შესაძლო წარუმატებლობა ოპოზიციას გადააბრალოს - ნადირაძე

19.07.23 11:27
"ოცნება" თავს იზღვევს, რომ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით შესაძლო წარუმატებლობა ოპოზიციას გადააბრალოს - ნადირაძე

"ოცნება" თავს იზღვევს, - ასე აფასებს ენმ-ს წევრი ირაკლი ნადირაძე იუსტიციის მინისტრის განცხადებას, რომელმაც ქვეყნის ევროინტეგრაცია იმერულ ეზოს შეადარა. ოპოზიციის წევრის თქმით, ხელისუფლება ნიადაგს ამზადებს, რათა შემდეგ საკუთარი წარუმატებლობა ოპოზიციას და დასავლელ პარტნიორებს გადააბრალოს. 

ფაქტია, რომ „ქართული ოცნება“ არ ერიდება ანტიდასავლურ განცხადებებს და იმის ნაცვლად, რომ პირნათლად, რაც შეიძლება სწრაფად ასრულებდნენ 12 პუნქტიან დავალებებს, ისინი ყველაფერს აკეთებენ საწინააღმდეგოდ და მათ შორის, ეძებენ მიზეზებს, რატომ და როგორ არ შეასრულონ ეს დაპირებები და ასევე, წინასწარ თავს იზღვევენ, თუ ვერ მივიღეთ ჩვენ სტატუსი, რაც იქნება ძალიან დიდი კატასტროფა ჩვენი ქვეყნისთვის, დააბრალონ უკვე წინასწარ ეს ოპოზიციას, საზოგადოებას და ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, - ამბობს ირაკლი ნადირაძე.

შეგახსენებთ, რომ იუსტიუციის მინისტრმა ევროინტეგრაციის პროცესი იმერულ ეზოს შეადარა, სადაც ჭიშკარი სახლიდან მოშორებითაა. რატი ბერგაძემ თქვა, რომ სახლში მიპატიჟების გადაწყვეტილება მასპინძელმა უნდა მიიღოს.  
 

მსგავსი სიახლეები