სამარცხვინოა, როდესაც ხელისუფლებაში ბრეგაძის მსგავსი დაბალი განათლების და კვალიფიკაციის ხალხი გვყავს - სამადაშვილი

19.07.23 11:32
სამარცხვინოა, როდესაც ხელისუფლებაში ბრეგაძის მსგავსი დაბალი განათლების და კვალიფიკაციის ხალხი გვყავს - სამადაშვილი

იუსტიციის მინისტრის განცხადებას, რომელმაც ქვეყნის ევროინტეგრაცია იმერულ ეზოს შეადარა, "ლელოს" წევრი სალომე სამდაშვილი სამარცხვინოს უწოდებს. ოპოზიციის წევრის თქმით, "ოცნებას" არ ჰყოფნის კვალიფიკაცია და განათლება, რომ კანდიდატის სტატუსის მნიშვნელობა გააცნობიეროს.

სამარცხვინოა, როდესაც ჩვენ ასეთი დაბალი განათლების, დაბალი დონის და კვალიფიკაციის ხალხი გვყავს ხელისუფლებაში, რომელსაც არ შეუძლია, ანალიზი გააკეთოს, რას ნიშნავს კანდიდატის სტატუსის მიღება. „ქართული ოცნების“ ხელისუფლების, რატი ბრეგაძეების, ღარიბაშვილის და სხვა რუსეთის მოკავშირეები ჩანაცვლების გარეშე ჩვენს ქვეყანაში. კანდიდატის სტატუსს მივიღებთ თუ არ მივიღებთ, ევროკავშირის კარი ჩვენთვის არ გაიღება, - ამბობს სალომე სამადაშვილი.

შეგახსენებთ, რომ იუსტიუციის მინისტრმა ევროინტეგრაციის პროცესი იმერულ ეზოს შეადარა, სადაც ჭიშკარი სახლიდან მოშორებითაა. რატი ბერგაძემ თქვა, რომ სახლში მიპატიჟების გადაწყვეტილება მასპინძელმა უნდა მიიღოს.   

მსგავსი სიახლეები