ჩვეულებრივი რუსი პროპაგანდისტები არიან - მანჯგალაძე "ოცნებაზე"

19.07.23 11:37
 ჩვეულებრივი რუსი პროპაგანდისტები არიან - მანჯგალაძე "ოცნებაზე"

"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი "ოცნების" ქვეყნის ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით ლიდერების განცხადებებს რუსი პროპაგანდსიტების განცხადებებს ადარებს. ოპოზიციის წევრის თქმით, ხელისუფლებას, რომელიც რუსულ ნარატივს ავითარებს, პასუხი არაფერზე მოეთხოვება. 

ადამიანი, რომელიც რუსულ ნარატივს ავითარებს, რომ საქართველომ რაც უნდა გააკეთოს, მაინც არ მიიღებენ ევროპაში, ამ ადამიანს რაზე უნდა მოვთხოვოთ პასუხი? უფრო ადრე დიტო სამხარაძემ თქვა, რომ 12 კი არა, 120 რეკომენდაცია რომ შევასრულოთ, მაინც არავინ მიგვიღებსო. უფრო ადრე კობახიძემ თქვა, თუ ომში არ ვიქნებით, კანდიდატის სტატუსს არ მოგვცემენო. კიდევ უფრო ადრე, ბიძინას თურმე ფულს არ აძლევენ იმიტომ, რომ აქ რაღაცა უბედურება არ ხდება. ჩვეულებრივი რუსი პროპაგანდისტები არიან, - ამბობს პაატა მანჯგალაძე. 
 

შეგახსენებთ, რომ იუსტიუციის მინისტრმა ევროინტეგრაციის პროცესი იმერულ ეზოს შეადარა, სადაც ჭიშკარი სახლიდან მოშორებითაა. რატი ბერგაძემ თქვა, რომ სახლში მიპატიჟების გადაწყვეტილება მასპინძელმა უნდა მიიღოს.   

მსგავსი სიახლეები