იუსტიციის მინისტრის ხმაურიანი განცხადება - "ოცნება" რატი ბრეგაძეს იცავს

19.07.23 11:44
იუსტიციის მინისტრის ხმაურიანი განცხადება - "ოცნება" რატი ბრეგაძეს იცავს

ოპოზიციისგან განსხვავებით "ქართული ოცნება" იუსტიიცის მინისტრს განცხადებას უწონებს. მიხეილ სარჯველაძე ამტკიცებს, რომ რატი ბრეგაძემ ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესი გასაგებად ახსნა. მისი თქმით, მინისტრის მიზანი იყო, აეხსნა საზოგადოებისთვის, რომ ევროკავსირის კანდიდატის სტატუსის მირება, ავტომატურად ევროკავშირში გაწევრიანებას არ ნიშნავს.

სარჯველაძე აღნიშნავს, რომ ამ პროცესში ორმხრივი თანამშრომლობაა მნიშვნელოვანი. 

აიხსნა ის, რომ კანდიდატის სტატუსის მოპოვების შემდეგ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩენ ვხდებით წევრები. ეს ნიშნავს იმას, რა თქმა უნდა, რომ ჩვენ გამოხატული გვაქვს ნება, ჩვენ ვაპირებთ, რომ, რა თქმა უნდა, გავხდეთ ევროპის წევრები, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეს მოხდება კანდიდატის სტატუსის მიღებისთანავე. იმიტომ, რომ არსებობს კიდევ გასავლელი ეტაპები, რომლებიც, რეალურად, მიგიყვანს ევროკავშირის წევრის სტატუსამდე. რა პასუხისმგებლობაზეა საუბარი? ვინ გაურბის? ვინმე ფიქრობს, რომ ნათქვამია, რომ ჩვენს გასაკეთებელს სხვა გააკეთებს? ეს არის პროცესი, რომელიც უნდა იყოს ორმხრივ კეთილგანწყობაზე დაფუძნებული, სხვაგვარად ეს წარმოუდგენელია, - ამბობს მიხეილ სარჯველაძე. 
 

შეგახსენებთ, რომ იუსტიუციის მინისტრმა ევროინტეგრაციის პროცესი იმერულ ეზოს შეადარა, სადაც ჭიშკარი სახლიდან მოშორებითაა. რატი ბერგაძემ თქვა, რომ სახლში მიპატიჟების გადაწყვეტილება მასპინძელმა უნდა მიიღოს.   

მსგავსი სიახლეები