ევროპარლამენტში სააკაშვილის მხარდამჭერ რეზოლუციას გიული ალასანიას დაქირავებული იურისტები ლობირებდნენ - "ოცნება"
"ევროპარლამენტში სააკაშვილის მხარდამჭერი რეზოლუციის მიღებას გიული ალასანიას დაქირავებული იურისტები ლობირებდნენ.", - "ქართული ოცნება" მესამე პრეზიდენტის ოჯახს საქართველოს ინტერესების საზიანოდ დაფინანსებული კამპანიის წარმოებაში ადანაშუალებს.
ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის ვებ გვერდზე სააკაშვილის ოჯახის მიერ ლობისტების დაქირავების შესახებ ინფორმაცია ნამდვილად იძებნება. მითითებულია, რომ ლობისტებს ევროპარლამენტისთვის რეზოლუციის პროექტი უნდა მოემზადებინათ. მათი საქმიანობის ჩამონათვალში დასავლურ გამოცემებში სტატიების მომზადება და სენატორებისთვის სანქციების დაწესებისთვის საჭირო მასალების მიწოდებაა.
სახელისუფლებო პარტიის ლიდერი მიხეილ სარჯველაძის მტკიცებით, სააკაშვილი და მისი გარემოცვა ცდილობს, საქართველოს წინააღმდეგ დასავლეთმა სანქციები აამუშაოს.
ეს არ არის პირველი, მაგრამ ეს ალბათ ყველაზე შთამბეჭდავი ნაწილია იმ მავნებლური საქმიანობისა, რომელსაც სააკაშვილის გარემოცვა, თვითონ სააკაშვილი მიმართავენ იმისთვის, რომ საერთაშორისო საზოგადოებაში, ჩვენს მეგობარ სახელმწიფოებში შექმნან ჩვენი ქვეყნის რეპუტაციის დამაზიანებელი შთაბეჭდილებები. ფულს იხდიან იმაში, რომ საქართველოს წინააღმდეგ გამოყენებული იქნეს სანქციები. ახლა ხომ გასაკვირი აღარაფერია იმაში, რომ ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ ყალბი ნარატივის შექმნის მცდელობა, - ამბოლბს სარჯველაძე.