ლობირებდნენ თუ არა ევროპარლამენტში სააკაშვილის საკითხს დაქირავებული იურისტები - რას ამბობს გიული ალასანია

19.07.23 12:17
ლობირებდნენ თუ არა ევროპარლამენტში სააკაშვილის საკითხს დაქირავებული იურისტები - რას ამბობს გიული ალასანია

საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედა ადასტურებს, რომ შვილის გადასარჩენად აშშ-ში იურისტები ნამდვილად დაიქირავა და ამაში პრობლემას ვერ ხედავს.

გიული ალასანია არც მედიაჯგუფის დაქირავებას უარყოფს. 

რას ნიშნავს ლობისტები? იურიდიული ფირმა იყო, რომელიც დიახ, დავიქირავეთ და მუშაობდნენ ჩვენზე და ძალიან მადლობელი ვარ, კარგად იმუშავეს. დამთავრდა ეს უკვე. სტატიებზეც, ეს იყო მედიაჯგუფი, რომელიც დავიქირავე. მერე, რა?, - ამბობს გიული ალასანია

დღეს "ფარას პორტალზე" გამოქვეყნებული ანგარიში "ქართული ოცნების "პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილად იქცა. მმართველი პარტიის დეპუტატები მესამე პრეზიდენტს და მის დედას ქვეყნის საწინააღმდეგო კამპანიის  მილიონებით დაფინანსებაში ადანაშაულებენ. 

ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის ვებ გვერდზე დღეს გამოქვეყნებულ დოკუმენტში სააკაშვილის ოჯახის მიერ ლობისტების დაქირავების შესახებ ინფორმაცია იძებნება. დოკუმენტში წერია, რომ ლობისტებს ევროპარლამენტისთვის რეზოლუციის პროექტი უნდა მოემზადებინათ, მათი საქმიანობის ჩამონათვალშია, პრეზიდენტის შესახებ სტატიების მომზადება დასავლურ გამოცემებში და სენატორებისთვის სანქციების დაწესებისთვის  საჭირო მასალების მიწოდება.

მსგავსი სიახლეები