ოპოზიციის განცხადებებში სკეპტიციზმი და ღალატი ვერ დაინახეთ და ბრეგაძის განცხადება კითხვის ნიშნებს იწვევს? - მაჭარაშვილი
"ხალხის ძალის" ლიდერი გურამ მაჭარაშვილი იუსტიიცის მინისტრს იცავს. საქმე ეხება რატი ბრეგაძის განცხადებას, რომელმაც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება იმერულ ეზოს შეადარა.
ივანიშვილის დაჯგუფების წევრი ამტკიცებს, რომ მინისტრმა სწორი განმარტება გააკეთა, ხოლო ოპოზიცია მხოლოდ ქვეყნის დამაზიანებლად მოქმედებს.
ჯერ ერთი, მინდა ვთქვა, რომ სკეპტიციზმი თქვენ იმაში ვერ დაინახეთ, რომ ოპოზიციური პარტიების ლიდერები გამოდიან, პირდაპირ ამბობენ, რომ საქართველოს არ უნდა მიეცეს კანდიდატის სტატუსი ამ ხელისუფლების პირობებში და აქ თქვენ სკეპტიციზმი ვერ დაინახეთ და ღალატი ვერ დაინახეთ და ახლა, როცა რატი ბრეგაძე იმას ამბობს, რომ ვთქვათ, ევროკავშირზეა დამოკიდებული კანდიდატის სტატუსი, ეს კითხვის ნიშნებს იწვევს? აბა, ვინ უნდა მოგვცეს? ზელენსკიმ უნდა მოგვცეს, როგორც სალომე სამადაშვილმა თქვა? ევროსაბჭო არ იღებს გადაწყვეტილებას? ჩვენზე რაც იყო დამოკიდებული და რაც იქნება, ამას, ყველაფერს ვაკეთებთ. ეს ყველამ კარგადიცის, - ამბობს გურამ მაჭარაშვილი.
შეგახსენებთ, რომ იუსტიუციის მინისტრმა ევროინტეგრაციის პროცესი იმერულ ეზოს შეადარა, სადაც ჭიშკარი სახლიდან მოშორებითაა. რატი ბერგაძემ თქვა, რომ სახლში მიპატიჟების გადაწყვეტილება მასპინძელმა უნდა მიიღოს.