ნიკამ თავად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება - "ლელოში" გვარამიასთან მოლაპარაკებებს არ ადასტურებენ

19.07.23 13:20
ნიკამ თავად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება -  "ლელოში" გვარამიასთან მოლაპარაკებებს არ ადასტურებენ

სად წავა ნიკა გვარმია - "ნაციონალური მოძრაობა" თუ "ლელოს" მიერ დაანონსებული ახალი პოლიტიკური ცენტრი? "ლელოში" გვარამიასთან მოლპარაკებებს არ ადასტურებენ, თუმცა ამბობენ, რომ მათ მიერ დაანონსებული პროდასავალური პოლიტიკური ცენტრის ფარგელებში კარი ყველა პროევროპელი პოლიტიკოსოსთვის ღიაა.

ირაკლი კუპრაძე ამბობს, რომ ნიკა გვარამიამ თავად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება სად და როგორ ხედავს საკუთარ თავს ქართულ პოლიტიკაში.

ჩვენ გავაკეთეთ საჯარო შეთავაზება ყველა პროდასავლური, პატრიოტი, ეროვნული ადამიანის მიმართ, რომ დაინახოს საკუთარი თავი ამ ალტერნატიული ცენტრის ნაწილად, რომელიც უნდა იქცეს მთავარ გასაღებად ივანიშვილის რეჟიმის შეცვლის პროცესში. თანასწორ პირობებზე ვიწყებთ კომუნიკაციას, ერთი შინაარსის გარშემო და იმ მიზნის გარშემო, რაც უნდა იყოს ხელისუფლების ცვლილება. ალტერნატიული ცენტრის ერთობაში, რომელზეც "ლელო" მუშაობს და საუბრობს, თამაშის წესებს დაწერს ყველა ერთად, თანასწორ პირობებში. იმიტომ რომ ეს არის ერთადერთი სწორი გზა. ჩემი პერსონალური დამოკიდებულება ნიკას მიმართ პოზიტიურია, თუმცა მან თავად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, სად და როგორ ხედავს საკუთარ თავს ქართულ პოლიტიკაში. 

ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისთის ყველა პროდასავლურ ძალასთან, რომელთანაც შინაარსობრივი თანხვედრა გვაქვს. დანარჩენი უკვე დამოკიდებულია მეორე, მესამე, მეოთხე მხარეზე. პოლიტიკური კონსულტაციები ან კომუნიკაცია ნიკა გვარამიასთან, ამ ეტაპისთვის პარტიული სახით არ ყოფილა. არაოფიციალური შეხვედრა ყოფილა, მე მას პერსონალურად შევხვდი და მივულოცე გათავისუფლება. რაც შეეხება ლელოსა და ნიკა გვარამიას შორის აროფიციალურ შეხვედრას, პარტიულ და პოლიტიკურ საკითხებზე  ის არ ყოფილა". - ამბობს ირაკლი კუპრაძე. 

ნიკა გვარმია კი პოლიტიკურ გეგმებზე ჯერ პირდაპირ არ ლაპარაკობს, თუმცა ამბობს, რომ ივნიშვილის და მისი არაფორმალური მმართველობის წინააღმდეგ ბრძოლაში აქტიურად იქნება ჩართული.

"არ ვარ მზად სხვისი ნაკარნახევი წესებით ვითამაშო" -ასე პასუხობს ნაცმოძრაობასთან მის სამომავლო თანამშრომლობაზე დასმულ კითხვას გვარამია. პოლიტიკურ გეგმებზე, შეხვედრებზე უკრაინასა და ევროპარლამენტში და ივანიშვილის დამარცხების გზებზე გვარამიამ  "ინგა გრიგოლიას რეაქციაში" ისაუბრა.

მსგავსი სიახლეები