ამდენ "ჩალიჩს", სჯობდა სააკაშვილს ბოდიში მოეხადა - ცაგარეიშვილი მესამე პრეზიდენტს უზნეოს და ამორალურს უწოდებს

19.07.23 13:36
ამდენ "ჩალიჩს", სჯობდა სააკაშვილს ბოდიში მოეხადა - ცაგარეიშვილი მესამე პრეზიდენტს უზნეოს და ამორალურს უწოდებს

მიხეილ სააკაშვილის ოჯახის მიერ ამერიკელი იურისტების დაქირავებას "ქართული ოცნება" ამორალურს და უზნეოს უწოდებს. გიორგი ცაგარეიშვილის თქმით, სააკაშილის მიზანს საქართველოს წინააღმდეგ სანქციებსი დაწესება წარმოადგენდა.

"ოცნების" დეპუტატი მიიჩნევს, რომ მესამე პრეზიდენტმა საზოგადოებას ბოდიში უნდა მოუხადოს. 

მე ხელთ მიპყრია ამერიკელი ლობისტების მიერ დღეს გამოქვეყნებული დაწვრილებითი ანგარიში, რაშიც აქვს მილიონზე მეტი გადახდილი სააკაშვილის ოჯახს. „ევროპარლამენტისთის რეზოლუციების დაწერა, სტრატეგიის შემუშავება ამერიკელი სენატორების დასარწმუნებლად საქართველოს წინააღმდეგ სანქციების დაწესების მიზნით. კომუნიკაცია გაერთიანებული სამეფოს ოფიციალურ პირებთან, რათა მათ დაარწმუნონ ბლინკენი და მაკფოლი, დააწესონ სანქციები საქართველოს წინააღმდეგ.“ ამდენ "ჩალიჩს" და წვალებას ამ ადამიანს, სააკაშვილს ან მის ოჯახს, ერთი, ბოდიში რომ მოეხადათ საზოგადოებისთვის, ეს არ იქნებოდა საჭირო. ეს არის უზნეო, ამორალური მიზანიც და საშუალებაც. ამ ადამიანის ბედი გაიგივება ქვეყნის ბედთან და მის მომავალთან, არის ტრაგიკული მისთის და ამ ქვეყნისთვის, - ამბობს გიორგი ცაგარეიშვილი. 
 

"ქართული ოცნება" მესამე პრეზიდენტის ოჯახს საქართველოს ინტერესების საზიანოდ დაფინანსებული კამპანიის წარმოებაში ადანაშაულებს. მათი თქმით, ევროპარლამენტში სააკაშვილის მხარდამჭერი რეზოლუციის მიღებას გიული ალასანიას დაქირავებული იურისტები ლობირებდნენ. 

მსგავსი სიახლეები