ვაკეთებდი ყველაფერს, რომ ჩემი შვილი გადამერჩინა - ალასანია "ოცნებას" პასუხობს

19.07.23 13:56
ვაკეთებდი ყველაფერს, რომ ჩემი შვილი გადამერჩინა - ალასანია "ოცნებას" პასუხობს

გიული ალასანია ამბობს, რომ ამერიკელი იურისტები შვილის დასაცავად დაიქირავა. მესამე პრეზიდენტის დედა აცხადებს, რომ შვილის სიცოცხლის გადასარჩენად ყველაფერს აკეთებდა და ამაში უცნაური დაგასაკვირი არაფერია. 

პირადად მე ვხვდებოდი ხოლმე ევროპარლამენტარებს. მე მქონდა ხოლმე შეხვედრა. მყავდა კერძო, იურიდიული ფირმა დაქირავებული მაგ საქმეზე ჩემი შვილის დასაცავად. ვაკეთებდი ყველაფერს, რომ გადამერჩინა ჩემი შვილი, - ამბობს ალასანია. 

დღეს "ფარას პორტალზე" გამოქვეყნებული ანგარიში "ქართული ოცნების "პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილად იქცა. მმართველი პარტიის დეპუტატები მესამე პრეზიდენტს და მის დედას ქვეყნის საწინააღმდეგო კამპანიის  მილიონებით დაფინანსებაში ადანაშაულებენ. 

ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის ვებ გვერდზე დღეს გამოქვეყნებულ დოკუმენტში სააკაშვილის ოჯახის მიერ ლობისტების დაქირავების შესახებ ინფორმაცია იძებნება. დოკუმენტში წერია, რომ ლობისტებს ევროპარლამენტისთვის რეზოლუციის პროექტი უნდა მოემზადებინათ, მათი საქმიანობის ჩამონათვალშია, პრეზიდენტის შესახებ სტატიების მომზადება დასავლურ გამოცემებში და სენატორებისთვის სანქციების დაწესებისთვის  საჭირო მასალების მიწოდება.

მსგავსი სიახლეები