2008 წელს დასავლეთს სათანადო რეაგირება არ ჰქონდა, ეს ნაწილობრივ ქართული დიპლომატიის ჩავარდნით აიხსნება - სარჯველაძე
"ოცნებაში", დასავლეთს 2008 წლის ომზე სათანადო რეაგირება რომ არ ჰქონდა, ნაწილობრივ, ქართული დიპლომატიის ჩავარდნით ხსნიან.
მიხეილ სარჯველაძე ასევე ამბობს, რომ მსოფლიოს მხრიდან უფრო მკაცრი და მკვეთრი რეაქცია უნდა ყოფილიყო მაშინდელ განვითარებულ მოვლენებზე, იგივე ნატოში გაწევრიანების მიმართულებითაც.
"ნაწილობრივად ეს შეიძლება აიხსნას, იმ ხანად ქართული დიპლომატიის ჩავარდნითაც, ასეც შეგვიძლია დავარქვათ, მაგრამ მსოფლიოს მხრიდან რასაკვირველია, უნდა ყოფილიყო გაცილებით უფრო მკაცრი და მკვეთრი რეაქცია იმჟამად განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, მანამდეც და მას შემდეგაც. ოღონდ ეს არ იწყება არც 2008 წელს, მანამდეც შეიძლებოდა გაცილებით უფრო ქმედითი ყოფილიყო ნაბიჯები, მათ შორის რა თქმა უნდა იგივე ნატოში გაწევრიანების მიმართულებით" - ამბობს მიხეილ სარჯველაძე.
ყოფილი პრეზინტების გზავნილი საქართველოს შესახებ დასავლეთს - უკრაინის, ლიტვის და ლატვიის ყოფილმა პირველმა პირებმა ევროპარლამენტში აგვისტოს ომის შედეგებზე იმსჯელეს. პრეზიდენტები, ვინც 2008 წელს რუსეთის აგრესიის დროს თბილისში იმყოფებოდნენ, პირდაპირ ამბობენ, რომ დასავლეთს 2008 წლის ომზე სათანდო რეაგირება არ ჰქონდა, მაპის არ მინიჭება კი საქართელოსთვის დიდი შეცდომა იყო, რამაც რუსეთს მწავნე შუქი აუნთო. შეხვედრაზე საუბარი შეეხო მიხეილ სააკაშვილსაც. ყოფილი პრეზიდენტები საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის გათავისუფლებას და მისთვის სათანდაო მკურნალობას ითხოვენ.