რუსული ხელისუფლებით ჩვენ ნატო-ში არავინ მიგვიღებს - სამადაშვილი

19.07.23 13:55
რუსული ხელისუფლებით ჩვენ ნატო-ში არავინ მიგვიღებს - სამადაშვილი

რუსული ხელისუფლებით ჩვენ ნატო-ში არავინ მიგვიღებს - ამის შესახებ "ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

სამადაშვილი პირდაპირ ამბობს, რომ  გერმანიამ და საფრანგეთმა 2008 წლის ომის შემდეგ ძალიან მცდარი გადაწყვეტილება მიიღეს, როდესაც საქართველოსთვის და უკრაინისთის მაპის მინიჭება დაბლოკეს.

ამ ხელისუფლების შეცვლა აუცილებელია იმისთვის, რომ საქართველო არ აღმოჩნდეს სწორედ იმ ნაცრისფერ ზონაში, რომელზეც საუბრობენ ჩვენი ევროპელი კოლეგები, როგორც არასტაბილურობის წყარო. გერმანიამ და საფრანგეთმა მაშინ, ჩემი აზრით, ძალიან მცდარი გადაწყვეტილება მიიღეს, როდესაც დაბლოკეს ჩვენი ქვეყნისთვის და უკრაინისთის მაპის მინიჭება. ეს შეცდომა აღარ უნდა გაიმეოროს ნატომ. რუსული ხელისუფლებით ჩვენ ნატო-ში არავინ მიგვიღებს, მაგრამ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ჩვენი ამოცანა იქნება ამ ქვეყნის უსწრაფესი გაწევრიანება ნატო-ში". - ამბობს სალომე სამადაშვილი.

ყოფილი პრეზინტების გზავნილი საქართველოს შესახებ დასავლეთს - უკრაინის, ლიტვის და ლატვიის ყოფილმა პირველმა პირებმა ევროპარლამენტში აგვისტოს ომის შედეგებზე  იმსჯელეს. პრეზიდენტები, ვინც 2008 წელს რუსეთის აგრესიის დროს თბილისში იმყოფებოდნენ, პირდაპირ ამბობენ, რომ დასავლეთს  2008 წლის ომზე სათანდო რეაგირება არ ჰქონდა, მაპის არ მინიჭება კი საქართელოსთვის  დიდი შეცდომა იყო, რამაც რუსეთს მწავნე შუქი აუნთო. შეხვედრაზე საუბარი შეეხო მიხეილ სააკაშვილსაც. ყოფილი პრეზიდენტები საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის გათავისუფლებას და მისთვის სათანდაო მკურნალობას ითხოვენ.

მსგავსი სიახლეები